Placeholder canvas
ახალი ამბები

განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე კვლავ განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განათლების მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 7 ნოემბერს თანამდებობა დატოვა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება „პირადი მიზეზით“ მიიღო“.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა და თანამდებობა მხოლოდ რვა თვის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის ივლისში ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლდა და მის ადგილას მიხეილ ბატიაშვილი დანიშნა.

მიხიელ ჩხენკელს გამინისტრებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველად დაინიშნა და ამ მოვალეობას დღემდე ასრულებდა.

მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს მოხდა ხორავას ქუჩის ტრაგედია, რომელსაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიხეილ ჩხენკელი ქართული ოცნების მთავრობის რიგით მეექვსე განათლების მინისტრია.

წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button