civil.ge
ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა
საპარლამენტო უმრავლესობის აწ უკვე ყოფილ წევრს ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა 12 ნოემბერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე ოფიციალურად შეუწყვიტა. საკითხს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო. ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს ოქტომბერის დასაწყისში მიმართა. მაშინ ზარდიაშვილმა განმარტა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ წარმოებული „სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის“ გამო მიიღო. ქართული ოცნების …