civil.ge
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 10-11 ნოემბერს საქართველოს სტუმრობს, სადაც ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის წინ „მაღალი დონის მოლაპარაკებები“ იმართება. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვიმუშაოთ …