civil.ge
შსს-მ კინოთეატრებთან მომხდარი ინციდენტების დროს 28 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან, გეი თემატიკაზე გადაღებული ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე, ადმინისტრაციული წესით, 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 კი - ბათუმში დააკავეს. მათ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან. გარდა ამისა, …