civil.ge
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ფილმის ჩვენება რადიკალური ჯგუფების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
კინოთეატრებში გეი თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება რადიკალური ჯგუფების პროტესტისა და საპოლიციო კორდონის ფონზე მიმდინარეობს. ფილმის მიმართ პროტესტით განწყობილმა რადიკალურმა ჯგუფებმა მობილიზება, თანამოაზრეებთან ერთად, დღეს დილიდანვე დაიწყეს. მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კინოთეატრი „ამირანი“ იყო. ფილმის ჩვენების მოწიანააღმდე რადიკალური ჯგუფები, სწორედ მის მიმდებარედ, ვერის ბაღსა და ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და კინოსეანსის ჩაშლისთვის მზადება დაიწყეს. …