civil.ge
EUMM საოკუპაციო ხაზთან სროლის ფაქტს არ ადასტურებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დღეს განაცხადა, რომ ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - 5 ნოემბერს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდასთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული სროლის შესახებ - არ დადასტურდა. EUMM-ის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „მისიის დამკვირვებლები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღის განმავლობაში იმყოფებიან და 5 ნოემბერს სოფელ კოდას მიდამოებაში …