განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს თანამდებობიდან გადადგა. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ბატიაშვილი განათლების რიგით უკვე მეხუთე მინისტრია, რომელმაც პოსტი დატოვა. საკითხის კომენტირებისას, მან განმარტა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება „პირადი მიზეზით“ მიიღო და რომ ამას პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან კონსულტაციები უძღოდა. ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მის ნაბიჯს „დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები“ არ მოჰყვება. … ვრცლად განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა