civil.ge
ბათუმი თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს
6-7 ნოემბერს ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების (GDSC) მე-13 კონფერენცია იმართება, რომელშიც ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები მონაწილეობენ. თავის გახსნით სიტყვაში გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და მთლიანი რეგიონის წინაშე არსებულ უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად უსაფრთხოების, მშვიდობის და განვითარების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ქვეყანა „კვლავ რჩება სტაბილურობის კუნძულად“, რომელიც წარმატებულად ინარჩუნებს „ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების“ …