civil.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთს სტუმრობდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3-6 ნოემბერს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლისადმი მიძღვნილ მინისტერიალს დაესწრო. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება მანამ, სანამ ქართველ ხალხს სჯერა ევროპის“. „ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ …