სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დღეიდან საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას იწყებს. სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის და საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, თუ საქმე წამებას, წამების მუქარას, ასევე დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ინსპექტორი ასევე გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გადამეტების ფაქტებს, თუ ისინი ჩადენილი იქნება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის …