civil.ge
აშშ-ის წარდგენილი ელჩი საქართველოში პრიორიტეტებზე საუბრობს
კელი დეგნანმა, აშშ-ის წარდგენილმა ელჩმა საქართველოში, 29 ოქტომბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის განხილვისას განაცხადა, რომ დაეხმარება „საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მტკიცე, წარმატებული საზოგადოების მშენებლობაში, საზოგადოების, რომელიც აფასებს თავის მდიდარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობას და რომელსაც შეუძლია რუსეთის მავნებლური ქმედებებისა და ჩინეთის მზარდი გავლენისგან მომდინარე ზეწოლას გაუძლოს“. სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება …