civil.ge
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ თბილისში შეხვედრები გამართა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, როზმარი დიკარლო 27-28 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. გუშინ იგი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. საქართველოს ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, დიკარლომ Twitter-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გახარიასთან შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა „გაეროს მზადყოფნა, რომ დაეხმაროს მონაწილეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების …