ახალი ამბები

ესტონეთში საქართველოს ელჩად არჩილ ყარაულაშვილი დაინიშნა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე არჩილ ყარაულაშვილი დაინიშნა. მთავრობის შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

არჩილ ყარაულაშვილი მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსი იყო. იგი უფლებამოსილების შესრულებას 11 ნოემბრიდან შეუდგება.

ყარაულაშვილმა ამ თანამდებობაზე თეა ახვლედიანი ჩაანაცვლა, რომელიც ივნისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button