civil.ge
შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
ათწევრიანი დელეგაცია შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მარინა კარობიო გუშეტის ხელმძღვანელობით 27-30 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს. დღეს შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე თავის ქართველ კოლეგას, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა გუშეტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე „იმ მნიშვნელოვანი მისიისთვის, …