ორთა-ბათუმის მცხოვრებლები საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთებას მოითხოვენ

საქართველო. 1919 წლის 31 ოქტომბერი, N236

სოფელ ორთა-ბათუმის მცხოვრებთა დადგენილება

ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერთა  სოფელ ორთა-ბათუმის მცხოვრებლებმა გავიგეთ, რომ ბათუმის ოლქის ქართველ მაჰმადიანთა ამა წლის 31 მარიამობის ყრილობაზე, რომელიც ქალაქ ბათუმში მოხდა, ჩვენ მიერ ამორჩეულ მეჯლისის დადგენილებას იმის იმის შესახებ, რომ სამაჰმადიანო საქართველო დედა-სამშობლო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უნდა შეუერთდეს, ზოგიერთი ბნელი პირები თურმე უნდობლობით ეპყრობიან და გაზეთებში პროტესტს აცხადებენ. ვიქონიეთ რა ამის შესახებ მსჯელობა, დავადგინეთ: სასტიკი პროტესტი გამოეცხადოს იმ პირებს, რომლებიც ჩვენ მიერ კანონიერათ ჩვენი სურვილით არჩეულ მეჯლისის დადგენილების წინააღმდეგნი არიან.

ჩვენ კი ყოველგვარი ზომები მივიღოთ მეჯლისის დადგენილების სისრულეში მოსაყვანად.

ხელს აწერს 61 წარმომადგენელი.

Exit mobile version