civil.ge
ომბუდსმენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმართა უფლებების დარღვევაზე საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემა ჩანს, და განაცხადა, რომ ეს კადრები „კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას“. ნინო ლომჯარიას თანახმად, „წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, …