civil.ge
თბილისსა და სოხუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად კომისიები შეიქმნა
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე „შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი მექანიზმის“ დებულება დაამტკიცა. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, შეიქმნება „ეროვნული უწყებათშორისი კომისია“, რომელიც დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამის ეფექტურობის გაზრდას, პროცესში ჩართულ უწყებებს შორის მეტ კოორდინაციასა და არსებული მონაცემების ცენტრალიზებას უზრუნველყოფს. კომისიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. …