civil.ge
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით - 8.5%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 23 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეროვნული ბანკის განმარტებით, სექტემბერში წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი - 6.4% იყო, რასაც დროებით ფაქტორებთან ერთად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე „გადმოცემა“ განაპირობებს. სებ-ის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღალი იქნება, საშუალოვადიან პერიოდში, …