ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-სექტემბერში

„საქსტატის“ მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 9.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2014-2019 წწ. იანვარ-სექტემბერში (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.1%-ით გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 3.3%-ით შემცირდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 3.8 მლრდ აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 4.6%-ით, 2.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 16.3%-ით გაიზარდა და 620.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 10.6%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 0.9%-ით გაიზარდა და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 23.2%-ით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ქვეყნების ჯგუფების წილი საგარეო ვაჭრობაში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში. წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 1.3 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, შესაბამისად, 1 მლრდ, 772.4 მლნ, 754.9 მლნ და 464.1 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: უკრაინა – 463.2 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 393.6 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 356 მლნ აშშ დოლარით; რუმინეთი – 303.5 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 295 მლნ აშშ დოლარით.

371.1 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა, შესაბამისად, 355.1 მლნ, 261.3 მლნ, 203.3 მლნ და 182.2 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, შესაბამისად, 1.1 მლრდ, 661.4 მლნ, 647.2 მლნ, 399.7 მლნ და 319 მლნ აშშ დოლარით.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2019 წლის იანვარ-სექტემბერში (მლნ. აშშ დოლარი) . წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 476.4 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 454.3 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 240 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 152.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 141.9 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 97.8 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 79.7 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 71.3 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 53.1 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 47.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 905.1 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 543.2 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 483.2 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 412.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 262 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 223.2 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 136.2 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 74.3 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 66.9 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 65.5 მლნ აშშ დოლარი; ბულდოზერები – 56.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 4.2 მლრდ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button