civil.ge
ნატომ საქართველოს ავტოსატრანსპორტო ტექნიკა გადასცა
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) სხვადასხვა დანიშნულების 15 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა. ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო ტექნიკით „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში აღიჭურვა. პროექტი დანიის, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ინფორმაციით, 2020 წელს სასწავლო …