ქუთაისმა წყალსადენის მოწყობა გერმანულ კომპანიას შეუკვეთა

საქართველო, 1919 წლის 16 ოქტომბერი, N223

ქუთაისის ქალაქის საბჭოში

ქალაქის თავმა დიმიტრი კალანდარიშვილმა ინჟინერ მიხელ კაუხჩიშვილისაგან ამ დღეებში ბერლინიდან მიიღო გეგმა და ორი ეგზემპლარი პროექტი ქუთაისში წყალსადენის გაყვანა და მოწყობის შესახებ. ქალაქის თავს კაუხჩიშვილი ატყობინებს – გერმანიაში ცნობილი წყალსადენების მომწყობი ფირმა „ტრიტონს“ განზრახვა აქვს ქუთაისში წყალსადენის გაყვანის და მოწყობის საქმე აიღოსო.

Exit mobile version