civil.ge
სუს: ჩორჩანა-წაღვლის ტერიტორიაზე „ბორდერიზაცია“ გრძელდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჩორჩანასა და წაღვლის - მიმდებარე ტერიტორიებზე „აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს“, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება. უწყების განმარტებით, უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე …