civil.ge
საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 15 ოქტომბერს სომხეთს სტუმრობს, თავის კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საქართველოს და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკა „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა“ ორმხრივ ურთიერთობებში. „აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება“, - აღნიშნა …