civil.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში „მთავრობის“ მეთაური დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ვალერი ბგანბა რეგიონის „მინისტრთა კაბინეტის“ ხელმძღვანელად დანიშნა. „პრეზიდენტის“ განკარგულების თანახმად, „აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა“ ახლა „მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის და შემადგენლობის“ შესახებ წინადადებები უნდა წარადგინოს. ბგანბას დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე ოკუპირებულ რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა, სადაც რაულ ხაჯიმბა მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. „მთავრობის“ ძველმა შემადგელობამ ხაჯიმბას წინაშე უფლებამოსილება 10 ოქტომბერს მოიხსნა. …