civil.ge
ბორის ჯონსონი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. „ჩვენს ქვეყნებს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა აკავშირებთ, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებზე. გულწრფელად ვაფასებ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გაერთიანებული სამეფოს მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადადგა სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ჯონსონის წერილში, რომელიც 8 ოქტომბრითაა დათარიღებული. მან დაარწმუნა გახარია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს …