civil.ge
ორბანმა ბუდაპეშტსა და რამდენიმე დიდ ქალაქში არჩევნები წააგო
ლიბერალური-დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მედროშე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწარედ დამარცხდა ბუდაპეშტში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ამჟამინდელ მერთა-მერ იშტვან ტარლოშს (István Tarlós) გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ (Gergely Karácsony) მოუგო. 13 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კარაჩონის ბუდაპეშტელი ამომრჩევლის 50,86% მიემხრო, იშტვან ტარლოში კი ხმათა 44,10%-ს დასჯერდა. ტარლოშმა, რომელიც 2010 წლის შემდეგ ბუდაპეშტის მერი გახლდათ, დამარცხება აღიარა და …