civil.ge
სუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა. გიგა ნიკოლეიშვილი 2017-2019 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2016-2017 წლებში კი - ქალაქ თბილისის მერის მოადგილე იყო. უახლოეს მომავალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელიც ეყოლება. ამ პოსტზე 7 ოქტომბერს მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ …