civil.ge
მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელები დააკავეს
დაახლოებით ერთი კვირის წინ, რუსთავში, დამამძიმებელ გარემოებებში მოკლული 35 წლის მოქალაქის დ.მ.-ის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი, მათ შორის, ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი დააკავა, რომლებმაც, ოფიციალური ინფორმაციით, დ.მ.-ის მკვლელობაში მონაწილე ორ პირს დანაშაულის შესრულებაში დახმარება გაუწიეს. მკვლელობაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია. მეორის დაკავების მიზნით კი, აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. საქმეზე ასევე დაკავებულია …