civil.ge
პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტი 4 ოქტომბრიდან იწყებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რომელიც მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი „საკმაოდ დაბალანსებულია“ და რომ მასში ასახულია „სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან“. პროექტის მიხედვით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი …