civil.ge
უკრაინაში სპეცოპერაციისას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს
უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის მახლობლად, სოფელ ხოტიანივკაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიევის ობოლონის რაიონში სპეცრაზმელებისათვის ცეცხლის გახსნისათვის იძებნებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილი იყო, რომელსაც 2005 წელს სასამართლომ საქართველოში, ადამიანთა გატაცებისა და მკვლელობისათვის, 22 წლით …