civil.ge
სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
თბილისის, ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა 1 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, მეხუთე „ტექნიკური შეხვედრა“ გამართეს, სადაც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების მიერ მოწყობილი საგუშაგოების საკითხი განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მონაწილეები ცხინვალიდან „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ მზად კვლავ ვერ …