Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: მშპ-ს ზრდამ აგვისტოში 5.8% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8% შეადგინა.

2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5%-ით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8% იყო.

მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button