რესპუბლიკის ამბები

ბრიტანელთა მიერ ოკუპირებულ ბათუმში ცხოვრება დუღს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 1 ოქტომბერი, N219

ბათუმში

ქალაქში ცხოვრება სდუღს. ყოველ დღე მოდის გემები დიდ ძალი საქონლით. დამყარებულია პირდაპირი მიმოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში დიდძალი საქონელია, ფასები ყველაფერზე მაღალია. ქალაქში წარმოუდგენლად გამრავლდა ქაღალდის სათამაშო სახლები, რომლებიც აშკარად მოქმედებენ. ყოველ ყავახანაში მოწყობილია ლოტო და სხვა სათამაშო, რაშიაც დიდ მოგებას იღებენ, რასაც გადასახადებს არავინ აწერს.

ინგლისელების მიერ მიღებულ მკაცრი ზომების წყალობით ქურდობა და ძარცვა-გლეჯა ქალაქში შესწყდა. 12 საათის შემდეგ  ქალაქში სიარული აკრძალულია.

ბათუმის ნავთის წარმოების მეპატრონეებს მუშებმა წარუდგინეს შემდეგი მოთხოვნილებანი: 1. 8 საათის სამუშაო დღის შემოღება; 2. ხელფასის გადიდება 100%-ით და 3. ზედმეტი საათების სამუშაოზე ჯილდოს მიცემა. პროფესიონალურ კავშირთა საბჭომ კანონიერად სცნო ეს მოთხოვნილებანი და დაამტკიცა.

მსგავსი/Related

Back to top button