Newsახალი ამბები

საქართველომ და პარაგვაიმ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო რივას პალასიოსმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„ვიმედოვნებ, რომ უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტებს და ბიზნეს შესაძლებლობებს“, – დაწერა ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. „გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დავით ზალკალიანი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, სადაც მან შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, სინგაპურიდან და უკრაინიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button