civil.ge
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქართველთა დეპორტაციის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის „დაუყოვნებლივ“ გადახდას მოუწოდებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 1355-ე სხდომაზე, რუსეთის ფედერაციიდან 2006 წელს ქართველთა დეპორტაციის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი განიხილა. კომიტეტმა აღნიშნა, რომ კომპენსაციის გადასახდელად რუსეთისთვის მიცემული სამთვიანი ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რომ რუსეთს იგი არ გადაუხდია. კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, …