civil.ge
პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 20 სექტემბერს 85 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო. კოდექსის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა შესაბამისი კანონების „ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობით“ ბავშვის კეთილდღეობას მიაღწიოს. კოდექსი აღიარებს ბავშვის უფლებებს, მათ შორის, ღირსების დაცვის, სიცოცხლისა და განვითარების, თანასწორობის, გამოხატვისა და მონაწილეობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის …