civil.ge
ქუთაისის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 21 სექტემბერი, N157 ქუთაისის თეატრის გარშემო ერობამ და ქალაქის გამგეობამ იკისრა ქუთაისის ქალაქის თეატრის შეკეთება. განზრახულია კაფე „რეიმი“-ს კედელი გაარღვიონ და იქ მოაწყონ ფოიე. უკანასკნელის აუცილებლობა ყველასათვის ცხადია. ამას გარდა შეკეთებული იქნება თვით დარბაზი. გადაწყვეტილია აგრეთვე სცენის გაფართოება. ამ მიზნით სცენას მიემატება შოთაძის მაღაზია. დეკორაციების საჭიროებისთვის ერობა აძლევს თეატრს დიდ-ძალ …