civil.ge
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრემიერის აპარატის უფროსად დაინიშნა 
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ პრემიერის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც პოსტი ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის წასვლის შემდეგ დატოვა. ასევე ნახეთ: https://civil.ge/ka/archives/319436