ახალი ამბები

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრემიერის აპარატის უფროსად დაინიშნა 

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ პრემიერის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ნათია მეზვრიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც პოსტი ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის წასვლის შემდეგ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წელს, გიორგი გახარიას მინისტრობის დროს დაინიშნა. 2007 წლიდან იგი გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button