civil.ge
თბილისში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია 18 სექტემბერს თბილისში გაიმართა. პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტს სრულად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი 1 მილიარდი ევროა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საუნივერსიტეტო სივრცე ქართველი და უცხოელი სტუდენტების მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბრისთვის იქნება. პრეზენტაციაზე ითქვა, …