Placeholder canvas
ახალი ამბები

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოს სტუმრობდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით 17-18 სექტემბერს ქვეყანას ესტუმრნენ.

ტიტუს კორლაცეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართეს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო სისტემის რეფორმის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის და არჩევნების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

18 სექტემბერს თანამომხსენებლებთან გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება PACE-ს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რაც რიგი რეზოლუციების მიღებაში გამოიხატება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და იქ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების ფაქტებიც განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა PACE-ს საოკუპაციო ძალების „დესტრუქციული ქმედებების“ დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის „მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში, PACE-ს თანამომხსენებლები ასევე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს, პარლამენტის იურიდიურლ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, ასევე ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს პარტიიდან „სამართლიანობისთვის“ .

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button