civil.ge
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც 17-18 სექტემბერს ბაქოს სტუმრობს, დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა. შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენენ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის“. „შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ერთობლივად წარვადგენთ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური დერეფნის იდეას, რათა დემონსტრირება გავუკეთოთ …