civil.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენის „უცნაური“ ევროკომისია
გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობისათვის გახაზირებულმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორიოდე კვირის წინ ევროკომისიის შემადგენლობა დაასახელა. ევროკომისიის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა გენდერულად ფრიად დაბალანსებული, თუმცა პოლიტიკურად წინააღმდეგობრივი კაბინეტი წარუდგინა საზოგადოებას. ევროკომისია ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია, რომელიც აღმასრულებელი ორგანოა, თუმცა ამავე დროს წინადადებებისა და საკანონმდებლო პაკეტების შემუშავების უფლებაც აქვს. იგი კოორდინაციას უწევს ევროკავშირის პოლიტიკას. …