civil.ge
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ
„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გამშვები პუნქტების დახურვა დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და შემდგომ დაძაბულობას იწვევს“, - ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ 15 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათ „კონტაქტი აქვთ ყველა შესაბამის აქტორთან და მოუწოდებენ მათ, თავი შეიკავონ ისეთი ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან, რასაც უარყოფითი ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობისთვის და …