civil.ge
ამერიკელ ექსპერტთა კომენტარები კელი დეგნანის ელჩად წარდგენაზე
თეთრმა სახლმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა. დეგნანი 25წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია კალიფორნიიდან. ის ამჟამად ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. დეგნანს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი დიპლომატიური მისიით რომში, პრიშტინაში, ანკარაში, ბრიუსელსა და ხოსტში (ავღანეთში) მოღვაწეობდა. ბრიუსელში მას ნატოში აშშ-ის მისიაში პოლიტიკური …