civil.ge
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი, რომელიც 12-13 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ „საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატოში“. „გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებას და იცავენ ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისი თქმით, …