civil.ge
უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე იქნება. საგარეო უწყების ცნობით, იგი დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2011-2018 წლებში შარაშენიძე იყო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2004-2008 წლებში კი, საქართველოს დიპლომატიურ მისიას ბულგარეთში ხელმძღვანელობდა. თეიმურაზ შარშენიძემ უკრაინაში ჩაანაცვლა გელა დუმბაძე, …