civil.ge
„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა დაიწყო
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულმა ახალმა ტელეკომპანიამ „მთავარმა არხმა“ 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, საინფორმაციო გამოშვებით - „მთავარი 9-ზე“ მაუწყებლობა დაიწყო. მაყურებელს „მთავარი არხის“ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების - „კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი მიესალმნენ. „ჩვენ ვიწყებთ ახალი, სუფთა ფურცლიდან“, - მიმართა მაყურებელს დიანა ჯოჯუამ. „დავბრუნდით …