Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

დედაქალაქის გამგეობა ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 6 სექტემბერი, N199

ქალაქის გასაუმჯობესებლათ მოკლე მოხსენება

ქალაქის უფროსმა ინჟინერმა შემდეგი მოხსენება წარუდგინა ქალაქის გამგეობას:

მტკიცება არ უნდა, რომ ქალაქის მოწყობა საფუძველია მცხოვრებთა კეთილდღეობისა. ქალაქ ტფილისს ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია.

ქალაქის განაპირა ნაწილების გარდა, მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიაც  კი – მოკლებულნი არიან ქვაფენილებს, წყალსადენს, არხებს და სხვ.

 წვიმები წალეკავენ ხოლმე მთელ რაიონებს და წყლით ავსებენ სარდაფებსა და ქვედა სართულებს. გაზაფხულობით მტკვარი ნაპირებიდან გადმოდის და ლეკავს „რიყის“ ქვედა ნაწილებს. მიმოსვლის გასაადვილებლათ არა გვაქვს საკმაო რიცხვი ქვაფენილებისა, არა გვაქვს არხები და სხვა. მე აღვნუსხავ მხოლოდ აუცილებელ საჭიროების სამუშაოებს ქალაქის კეთილ მოსაწყობათ:

საჭიროა ქალაქის დაცვა ნიაღვრებით წალეკვისაგან 1, 2, 10 და 11 უბნებში, ამისათვის საჭიროა ღელეების გაწმენდა და საყენ კედლების აშენება: ამით შესაძლო შეიქმნება ღელეებიდან გამონაყარის თავიდან აცილება ავდარში.

1 და 2 უბნების მაღლობ ადგილებში საჭიროა არხების გაყვანა და საყენ კედლების აშენება 700 საჟ. სიგრძეზე და ყვედა ნაწილებში ქუჩების მოკირწყვლა პეტროვის ქუჩის ზემოთ – 10 ქუჩა მაინც უნდა მოიკირწყლოს, მიწის სამუშაო კლდიანი ალაგებია 500 კუბ. საჟენამდე – 400 მ. საჟენი უდრის 200 000 მანეთს.  საყენი კედლები 350 კუბ. საჟ. – 3000 მ. საჟ. უდრის – 1 050 000 მანეთს. ათი ქუჩის მოკირწყლვა – 100 საჟ. სიგრძით  მიწის სამუშაო, ნათხარი გაზიდვა ნაწილ-ნაწილად – 1000 კუბ. საჟ.  – 500 მ. საჟ. უდრის 800 00 მან., მოკირწყლვა 3000 კუბ. საჟ. 200 მ. საჟ. 600 000 მანეთი.

მტკვრის მარჯვენა მხარეს 1 და 2 უბნებში დაგვჭირდება – 2 650 000 მანეთი, მარცხენა მხარეს ვაგზლის იქითა რაიონში სუნეჟის ღელე, ლოტკინის გორის ღელე და დიდუბის ღელე დაისაჭიროებს 1500 მანეთამდე. საჭიროა ღელეების გაწმენდა, საყენ კედლების აშენება და ქვეითი მოსიარულეთათვის ხიდების გაკეთება.

ეს მოხსენება გამგეობამ მოიწონა და საჭიროდ სცნო მისი განხორციელება.

მსგავსი/Related

Back to top button