ახალი ამბები

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 187 მლნ აშშ დოლარი იყო

„საქსტატის“ მიერ 9 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 53.7 %-ით ნაკლებია.

„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება“, – ნათქვამია ანგარიშში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017-2019 წლებში (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 63.7 მლნ აშშ დოლარი – ენერგეტიკის სფერომ მიიღო. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 38.4 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 28.1 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტის სფერო – 26.5 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 22.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი სექტორები – 7.6 მლნ აშშ დოლარი

2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 58.1 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ ნიდერლანდებიდან მოიზიდა. მას მოჰყვება თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული კომპანიები – 36 მლნ და 27.5 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 15.8 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 15.5 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთი – 14.8 მლნ აშშ დოლარი და კორეა – 14.2 მლნ აშშ დოლარი. დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები ოდენობამ კი – 5.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button